“დინამო” ბთ. (საქართველო) – “პოდბრეზოვა” (სლოვაკეთი)

podbrდღეს, „დინამო“ ბათუმი თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩს სლოვაკურ „პოდბერეზოვთან“ გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

ბელეკში ჩასვლისთანავე ბათუმელები ორჯერად ვარჯიშებს შეუდგენ. დღევანდელი მატჩის მიუხედავად დინამოელებმა ერთი ვარჯიში უკვე გამართეს, საღამოს კი „პოდბერეზოვას“ ორი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან.

დღევანდელ შეხვედრაში „დინამოს“ ორი ფეხბურთელი დააკლდება – ბექა ვარშანიძე სიცხის გამო ძირითად გუნდს ზეგ შეუერთდება, ხოლო გიორგი გაბედავა ინდივიდუალური გრაფიკით ვარჯიშობს.

← სიახლეები

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.