
მეკარე მიხეილ ალავიძეს, ნახევარმცველ ირაკლი ჩირიკაშვილსა და თავდამსხმელ გიორგი ბერიაშვილს „დინამოსთან“ მოქმედი ხელშეკრულებები ამოეწურათ. მიუხედავად იმისა, რომ „მიშკა“, „ჩირიკა“ და „ბერო“ „დინამო“ ბათუმს ტოვებენ ისინი მუდამ დარჩებიან ერთ-ერთ გამორჩეულ დინამოელებად. ალავიძის სეივები, ჩირიკაშვილის შორეული დარტყმებით გატანილი გოლები და ბერიაშვილის ბომბარდირული თვისებები, ასე ადვილად არავის დაავიწყდება. მადლობა ბიჭებო, ჯანმრთელ და წარმატებულ საფეხბურთო კარიერას გისურვებთ.
მიხეილ ალავიძე – 92 მატჩი
ირაკლი ჩირიკაშვილი – 49 მატჩი – 9 გოლი
გიორგი ბერიაშვილი – 45 მატჩი – 22 გოლი
ს.კ. „დინამო“ ბათუმი
