
საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-4 ტურის მატჩში ბათუმის „დინამო“ სტუმრად ზუგდიდის „ზუგდიდს“ ეწვია და სამეგრელოდან მორიგი სამი ქულა წამოიღო. ბათუმელებმა თეიმურაზ შონიას და ნიკა კვანტალიანის გოლებით დაამარცხეს მეტოქე ანგარიშით 2-0.
ბათუმის „დინამო“
ტიმოფეევი, სუხიაშვილი, კვირკველია, გოგიტიძე, თარხნიშვილი, შონია, თევდორაძე, ფონიავა, მარიანოვიჩი, ლობჯანიძე
სათადარიგო: ტაკიძე, ქორიძე, კეკუა, ჭკუასელი, კვანტალიანი, ვარშნიძე, გაბდოლინი
ზუგდიდის „ზუგდიდი“
ლიტოვჩენკო, აპაკიძე, დინ-კონტე, აქუბარდია, ბამბა, ზოზულია, ტყემალაძე, სამუშია, იოსელიანი, ედგარ კაპაროში, ერმაჩენკო
სათადარიგო: თუთბერიძე, კუკავა, ბეჭვაია, ქანთარია, მაჩაიძე, ქირია, ზარქუა.
მსაჯები: ვადაჭკორია, ფიფია, აფციაური, ვარდიძე.
ზუგდიდის „ზუგდიდი“ 0-2 ბათუმის „დინამო“
გოლები: თეიმურაზ შონია 58’ / ნიკა კვანტალიანი 79’
ცვლილებები:
გავიდა – მარიანოვიჩი / შემოვიდა – კვანტალიანი (დინ) 55’
გავიდა – იოსელიანი / შემოვიდა – თუთბერიძე (ზუგ) 57’
გავიდა – ზოზულია / შემოვიდა – კუკავა (ზუგ) 64’
გავიდა – კაპაროსი / შემოვიდა – ბეჭვაია (ზუგ) 73’
გავიდა – თევდორაძე / შემოვიდა – ჭკუასელი (დინ) 77’
გავიდა – ლობჯანიძე / შემოვიდა – ვარშანიძე (დინ) 88’
გაფრთხილებები:
კუკავა (ზუგ) – ყვითელი ბარათი 66’
დინ კონტე (ზუგ) – ყვითელი ბარათი 82’
ტიმოფეევი (დინ) – ყვითელი ბარათი 89’
ეს მარცხი „ზუგდიდისთვის“ მეოთხე იყო ამ გათამაშებაში. გუნდს 0 ქულა აქვს და ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება.
ბათუმის „დინამომ“ კი ამ გამარჯვებით 3 ქულა დაიმატა, ჯამში 10 გაუხდა და ცხრილს ლიდერობს.
თეიმურაზ შონიამ ამ გათამაშებაში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს „ჩიხურას“ ფეხბურთელ, საბა ლობჟანიძესთან ერთად.
