22 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-8 ტურში დინამო ბათუმი სტუმრად გორის დილას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში – 1-0 დამარცხდა. შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მოთამაშეებმა მეტოქის კართან შექმინილი მომენტების გოლად გარდასახვა ვერ მოახერხეს.
მატჩის ერთადერთი გოლი, მე-17 წუთზე გავიდა – პენალტი ზუსტად ლაშა მენთეშაშვილმა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ბოლო იმედის ჯარიმისთვის 49-ე წუთზე მსაჯმა ნიკა კალანდარიშვილს წითელი ბარათი უჩვენა და დინამომ დარჩენილი დრო კაცნაკლულმა ითამაშა.
დილა 1-0 დინამო ბათუმი
გორი, თენგიზ ბურჯანაძე
დილა: კერესელიძე, კიკაბიძე, ფულერი (72′ მალი), მენთეშაშვილი (83′ ტალი), კანტე (61′ შეყილაძე), ფარულავა (72′ სანიანგი), არაუჟო, ჯალაღონია (46′ კომპაორე), ტიბუე, ოლატუნჯი, ეტუ
სათადარიგო შემადგენლობა: სანიკიძე, კუაკუ, გოცირიძე, ანოფი
მთავარი მწვრთნელი: დიეგო ლონგო
დინამო ბათუმი: თურმანიძე, მილჩენკო (36′ ჯაფარიძე), მანდრიჩენკო (67′ ხოზრევანიძე), მარა, ლაკვეხელიანი (67′ ბარამიძე), კალანდარიშვილი, წულუკიძე (67′ აბუსელიძე), კირკიტაძე, კობახიძე (კ), ჩიტეიშვილი, ფუტკარაძე (61′ კოხრეიძე)
სათადარიგო შემადგენლობა: კუპატაძე, ბისიეშვილი, თედორაძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მსაჯები: ირაკლი შენგელია, ვახტანგ რუხაია, სანდრიკო ელიკაშვილი, ცოტნე სამსონაშვილი, გოგა კიკაჩეიშვილი, გურამ მაჩიტიძე
ყვითელი ბარათები: 10′ ლაკვეხელიანი, 66′ ჯაფარიძე, 90+2′ შეყილაძე, 90+3′ ოლატუნჯი
გოლები: 1-0 მენთეშაშვილი (პენ.) (17)
ეროვნული ლიგის ეგიდით დინამო ბათუმი მომდევნო შეხვედრას საკუთარ მოედანზე, 27 აპრილს ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.
