დინამო ბათუმი 0 – 3 ტორპედო | IX ტური

27 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-9 ტურში დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და 0-3 დამარცხდა.

პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე, დიეგო დეისაძემ ინდივიდუალური გარღვევით სტუმრები დააწინაურა. 56-ე წუთზე გიორგი არაბიძის ჩაწოდებულს მატეო შიმიჩის ეფექტური თავური მოჰყვა, ხოლო 65-ე წუთზე ისევ არაბიძის გადაცემით ვლადიმერ მამუჩაშვილმა მახვილი კუთხიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ საგოლე მომენტები ჩვენმა გუნდმაც მრავლად შექმნა, მაგრამ მათი გოლად გარდასახვა მოთამაშეებმა ვერ მოახერხეს.

მიმოხილვა [ვიდეო]

დინამო ბათუმი 0-3 ტორპედო

ბათუმი, აჭარაბეთ არენა

დინამო ბათუმი: კუპატაძე, მილჩენკო (71′ თედორაძე), მარა (71′ ბისიეშვილი), ლაკვეხელიანი, კოხრეიძე (76′ აბუსელიძე), წულუკიძე, კირკიტაძე (62′ ბარამიძე), კობახიძე (კ), ჩიტეიშვილი, ფუტკარაძე (71′ თავდგირიძე), ჯაფარიძე

სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, ქაფიანიძე, ხოზრევანიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ტორპედო: კლიაიჩი, შერიფი (89′ ბუკია), შიმიჩი, ჟორჟინიო, ხარაბაძე, ბასილაძე (72′ ნადარაია), მამუჩაშვილი (კ), პირესი, არაბიძე (76′ ვარლეი და სილვა), დეისაძე (89′ ზიტა), ანდრიჩი

სათადარიგო შემადგენლობა: გოშაძე, კუპრავა, გოლეთიანი

მთავარი მწვრთნელი: დირკ შუსტერი

მსაჯები: ჯენერი ხორავა, გოჩა ტარუაშვილი, კახა კახაბერი, დიმიტრი ლაგვილავა

ყვითელი ბარათები: 60′ ლაკვეხელიანი, 64′ ფუტკარაძე, 67′ შიმიჩი

გოლები: 0-1 დეისაძე (44), 0-2 შიმიჩი (56), 0-3 მამუჩაშვილი (65)

მომდევნო შეხვედრას დინამო ბათუმი კვლავ საკუთარ მოედანზე, 2 მაისს დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს. 

← სიახლეები

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.