
10 მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურში დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3-1 დაამარცხა. შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 22-ე წუთზე უერდი მარას მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ ნიკა კალანდარიშვილმა თავური დარტყმით გახსნა. 35-ე წუთზე კვლავ მარას კუთხურის შემდეგ, ამჯერად კაპიტანმა მამუკა კობახიძემ ზუსტი თავურით უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში დინამოელთა უპირატესობა გაგრძელდა და 55-ე წუთზე უერდი მარას მესამე საგოლე გადაცემით გიორგი კოხრეიძემ ტექნიკური დარტყმით მესამე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია მარას ბრწყინვალე თამაში, რომელიც სამივე გოლის შემოქმედი გახდა. 71-ე წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს – მეკარე ლაზარე კუპატაძის შეცდომით ლევან პაპავამ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დინამო ბათუმი 3-1 სამგურალი
ბათუმი, აჭარაბეთ არენა
დინამო ბათუმი: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე (კ), კალანდარიშვილი, ლაკვეხელიანი, მილჩენკო (80′ ხოზრევანიძე), ჯაფარიძე (62′ ფუტკარაძე), მარა, მანდრიჩენკო (54′ კოხრეიძე), კირკიტაძე (80′ აბუსელიძე), წულუკიძე
სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, ბისიეშვილი, თედორაძე, ბარამიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
სამგურალი: კუტალაძე, ჯანჯღავა (69′ აფციაური), ველისოლი, ლევან გეგეჭკორი, ჟან კარლოსი (84′ ჩხეტიანი), ცეცხლაძე (69′ გოგია), ვინისიუსი, შათირიშვილი, სებოლინია (69′ გოგოლაშვილი), ჯეფერსონ ჯერალდო (46′ პაპავა), რიანი
სათადარიგო შემადგენლობა: სიუკაევი, კვარაცხელია, ქაბია, ბერელიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ონიანი
მსაჯები: გიორგი ავაზაშვილი, ბორის ჟვანია, სანდრიკო ელიკაშვილი, აკაკი ფარჯიკია, გიორგი ყრუაშვილი, გიორგი ელიკაშვილი
ყვითელი ბარათები: 27′ კუპატაძე, 27′ შათირიშვილი, 30′ ჯანჯღავა, 41′ ჩიტეიშვილი, 42′ კირკიტაძე, 45+1′ ჯაფარიძე
გოლები: 1-0 კალანდარიშვილი (22), 2-0 კობახიძე (35), 3-0 კოხრეიძე (55), 3-1 პაპავა (71)
მომდევნო შეხვედრას დინამო ბათუმი კვლავ საკუთარ მოედანზე, 16 მაისს ტყიბულის მეშახტის წინააღმდეგ გამართავს.
