იბერია 1999 1-0 დინამო ბათუმი | XVI ტური

ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი სტუმრად თბილისის იბერია 1999-ს დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 25-ე წუთზე, ნიკოლოზ დადიანის გადაცემის შემდეგ, მასპინძელთა მხრიდან ანგარიში ვახო ბედოშვილმა გახსნა. მიუხედავად მცდელობებისა, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. ამ მარცხით ჩვენმა გუნდმა ეროვნულ ლიგაში 6-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

მიმოხილვა [მიმოხილვა]

იბერია 1999 1-0 დინამო ბათუმი

თბილისი, მიხეილ მესხი

იბერია 1999: მეგრელიშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ამისულაშვილი, ზოური, დადიანი (90+4′ ბიძინაშვილი), ქარდავა, ბართიშვილი (73′ გოშთელიანი), კაფე (83′ ქობულაძე), ძაგანია (83′ ახვლედიანი), ბედოშვილი (73′ ღუდუშაური)

სათადარიგო შემადგენლობა: კურტანიძე, ნაჭყებია, ხაჩიძე, ბოჭორიშვილი

მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ ბაგრატიონი

დინამო ბათუმი: კუპატაძე, ქაფიანიძე, მილჩენკო (84′ ფუტკარაძე), მარა, ლაკვეხელიანი (46′ ხოზრევანიძე), კოხრეიძე (79′ მანდრიჩენკო), კალანდარიშვილი, წულუკიძე (84′ ბარამიძე), კირკიტაძე (86′ აბუსელიძე), კობახიძე, ჩიტეიშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, ზოიძე, ბისიეშვილი, თედორაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მსაჯები: ალეკო აფციაური, დავით ჩიგოგიძე, ბორის ჟვანია, ირაკლი შენგელია, კობა რევაზაშვილი, დავით გოგოხია

ყვითელი ბარათები: 43′ ლაკვეხელიანი, 66′ ჩიტეიშვილი, 84′ ღუდუშაური

გოლი: 1-0 ბედოშვილი (25′)

დინამო ბათუმი მომდევნო შეხვედრას საკუთარ მოედანზე, 12 ივნისს გორის დილას წინააღმდეგ გამართავს. 

← სიახლეები

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.