დინამომ თურქულ შეკრებაზე ამედსპორი დაამარცხა


დინამო ბათუმმა საზაფხულო შეკრების ფარგლებში პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე თურქეთის სუპერლიგაში ახლად აღზევებული ამედსპორი გახლდათ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ბათუმელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.

ანგარიში მალევე გაიხსნა – მე-6 წუთზე თორნიკე კირკიტაძის ფლანგური გარღვევა ზუსტი დარტყმით უერდი მარამ დაასრულა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა. განსაკუთრებით გამოსარჩევია ჩვენი მეკარის, მათე თურმანიძის საიმედო თამაში, რომელმაც გუნდი რამდენიმე აშკარა გოლისგან იხსნა.

დინამომ უპირატესობა 67-ე წუთზე განიმტკიცა: კალანდარიშვილის, ჯაფარიძისა და ვიტორის შესანიშნავი კომბინაცია მაურიდესმა ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დინამო ბათუმი 2-0 ამედსპორი

ერზრუმი, თურქეთი

პირველი ტაიმი: თურმანიძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე (კ), კარლსონი, ლაკვეხელიანი, მილჩენკო, ფუტკარაძე, მარა, კირკიტაძე, კოხრეიძე, მანდრიჩენკო.

მეორე ტაიმი: თურმანიძე, ტურიცოვი, ქაფიანიძე (კ), გეთიაშვილი, კალანდარიშვილი, ეშეთე, ალთუნაშვილი, ჯაფარიძე, ბარამიძე, ვიტორი, მაურიდესი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 1:0 მარა (6′), 2:0 მაურიდესი (67′)

თურქულ შეკრებაზე მომდევნო ამხანაგურ მატჩს დინამო ბათუმი კვლავ თურქეთის სუპერლიგის წარმომადგენლის, რიზესპორის წინააღმდეგ, 15 ივლისს გამართავს.

← სიახლეები

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.