
საზაფხულო შეკრებაზე დინამო ბათუმმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად, ჩვენი გუნდის მეტოქე თურქეთის სუპერლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი, „რიზესპორი“ გახლდათ.
შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და რიზელთა გამარჯვებით – 3:0 დასრულდა. მატჩში ანგარიში 32-ე წუთზე ალთინ ზექირიმ გახსნა, რასაც მალევე ჩვენს კარში მეორე გოლიც მოჰყვა – 39-ე წუთზე თავი ზაქარია არისმა გამოიჩინა.
მეორე ტაიმი უცვლელი სცენარით გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, გატანა კვლავ რიზესპორმა შეძლო: 74-ე წუთზე შედეგიანი დარტყმა დალ ვარესანოვიჩმა შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო ბათუმი“ 0:3 „რიზესპორი“
ერზრუმი
ძირითადი შემადგენლობა: კუპატაძე, ტურიცოვი, ქაფიანიძე (კ), კარლსონი, კალანდარიშვილი, ჯაფარიძე, ალთუნაშვილი, კირკიტაძე, მარა, ვიტორი, მაურიდესი
სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, კობახიძე, გეთიაშვილი, ლაკვეხელიანი, ჩიტეიშვილი, მილჩენკო, კოხრეიძე, წულუკიძე, მანდრიჩენკო, ბარამიძე, ხოზრევანიძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გოლები: 0:1 ზექირი (32’), 0:2 არისი (39’), 0:3 ვარესანოვიჩი (74’)
საზაფხულო შეკრების დასკვნით შეხვედრას დინამო ბათუმი 16 ივლისს, ამედსპორის წინააღმდეგ გამართავს. ამის შემდეგ გუნდი ბათუმში დაბრუნდება და 20 ივლისიდან სეზონის განახლებისთვის მზადებას ადგილზე განაგრძობს.
