
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო შედეგი მატჩის ბოლო წუთებზე გადაწყდა.
მე-12 წუთზე ჩვენი მხრიდან ანგარიში თორნიკე კირკიტაძის გადაცემით დმიტრი მანდრიჩენკომ გახსნა, თუმცა მე-17 წუთზე ვიკტორ ბლიზნიჩენკომ წონასწორობა აღადგინა. 29-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ გუნდი კვლავ წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმში სტუმრებმა შეტევების გაძლიერება შეძლეს, რითაც ისარგებლეს და 85-ე წუთზე ვანდერსონ სილვამ წონასწორობა აღადგინა. მიუხედავად გამარჯვების მოპოვების მცდელობისა, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
დინამო ბათუმი 2-2 გაგრა
ბათუმი, ბათუმი არენა
დინამო ბათუმი: ყალიჩავა, ტურიცოვი (46′ ჩიტეიშვილი), კობახიძე (კ), კარლსონი, ლაკვეხელიანი (59′ ქაფიანიძე), ალთუნაშვილი (64′ ჯაფარიძე), ეშეტე (59′ იმრანი), კირკიტაძე, მარა, მანდრიჩენკო (59′ მაურიდესი), წულუკიძე
სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, გეთიაშვილი, კოხრეიძე, ბარამიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაგრა: ვორობეი, ჭავჭანიძე, არსიჩი, კლაუდინეი (78′ ადეიეიე), სკრიპნიკი (56′ კეკელიძე), ცინცაძე, ბლიზნიჩენკო, ზოიძე (46′ გურჩიანი), ვანდერსონ სილვა, გოშთელიანი (56′ ხაჩიძე), ანდრეიჩუკი (71′ მუჯირი)
სათადარიგო შემადგენლობა: ტიმჩენკო, ჩოჩია, ნაზაროვი, სადღობელაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ჟელკო ლიუბენოვიჩი
მსაჯები: აკაკი ფარჯიკია, დავით ახვლედიანი, დავით გაბისონია, ირაკლი ხერხაძე, ბაკურ ნინუა, ირაკლი კაკაბაძე
ყვითელი ბარათი: 17’ ბლიზნიჩენკო
გოლები: 1-0 მანდრიჩენკო (12′), 2-0 წულუკიძე (29’), 2-1 ჭავჭანიძე (68’), 2-2 ვანდერსონ სილვა (85′)
ეროვნული ლიგის მომდევნო მატჩს დინამო ბათუმი სტუმრად, 16 აგვისტოს, წყალტუბოში, სამგურალის წინააღმდეგ გამართავს.
