
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი სტუმრად ტყიბულის მეშახტეს დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა, ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა.
ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე გავიდა, თორნიკე კირკიტაძის გადაცემის შემდეგ უერდი მარამ ბურთი კარგად დაამუშავა და ახლო მანძილიდან გაიტანა.
დარჩენილ დროში, სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და ბათუმელებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერეს.
მეშახტე 0-1 დინამო ბათუმი
წყალტუბო, 26 მაისი
მეშახტე: შოვნაძე, ტერელაძე, პაპუაშვილი (67′ ფაცაცია), ჯიჯავაძე (46′ სიხარულიძე), გოგოლაშვილი (67′ შიკალო), ბურდული, ნოვრუზოვი (81′ ჯამარაული), გაბისკირია, ქანთარია (26′ კვირკვია), პიროგოვი, პიმენტელი
სათადარიგო შემადგენლობა: ტყეშელაშვილი, შეროზია, გიგაშვილი, შაშიაშვილი
მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
დინამო ბათუმი: ყალიჩავა, ტურიცოვი, კობახიძე, კარლსონი, ლაკვეხელიანი, ალთუნაშვილი, ჯაფარიძე (60′ მილჩენკო), კირკიტაძე (67′ იმრანი), მარა (79′ ჩიტეიშვილი), მანდრიჩენკო (60′ მაურიდესი), წულუკიძე (79′ კალეი)
სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, გეთიაშვილი, კოხრეიძე, ეშეთე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მსაჯები: გურამ მაჩიტიძე, მიხეილ კუპატაძე, კახა კახაბერი, ჯენერი ხორავა, კობა რევაზაშვილი, სანდრიკო ელიკაშვილი
ყვითელი ბარათი: 3′ პიროგოვი, 45+1′ კვირკვია, 90+4′ ალთუნაშვილი
გოლები: 0-1 მარა (23′)
დინამო ბათუმი მომდევნო შეხვედრას საქართველოს თასზე გამართავს, ჩვენი მეტოქე ტორპედო იქნება. მატჩი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 26 აგვისტოს გაიმართება.
