ენეს მაჰმუტოვიჩი დინამოს ფეხბურთელია


საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ენეს მაჰმუტოვიჩი კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს.

მაჰმუტოვიჩმა სამედიცინო შემოწმება სტამბოლში, კლინიკა Acibadem Fulya-ს ბაზაზე არსებულ FIFA Medical Centre of Excellence-ში გაიარა, რის შემდეგაც დინამოსთან ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე გააფორმა.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დინამოს ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:

„კონტრაქტი ახლახან გავაფორმე და ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მოტივირებული ვარ, ეს ახალი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო და მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ თამაშს.“ – ენეს მაჰმუტოვიჩი.

რაც შეეხება ენეს მაჰმუტოვიჩის განვლილ გზას – მისი ბოლო კლუბი ნიდერლანდური ნაკ ბრედა გახლდათ. მანამდე კი, ბულგარულ ცსკა სოფიაში, ინგლისურ მიდლსბროში, უკრაინულ ლვივსა და ნიდერლანდურ მაასტრიხტში ასპარეზობდა. სხვადასხვა ევროპულ კლუბებში თამაშის გარდა, ენესი სამშობლოში ფოლა ეშის ღირსებას იცავდა.

ფეხბურთელი ასევე წარმატებით ასპარეზობს სანაკრებო დონეზე. ის ლუქსემბურგის ეროვნული გუნდის მოქმედი წევრია, რომლის რიგებშიც 44 მატჩი აქვს ჩატარებული. მაჰმუტოვიჩმა ლუქსემბურგის ნაკრებში ბოლოს, ივნისის სანაკრებო პაუზისას – ალბანეთისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშა. .

ენეს მაჰმუტოვიჩი უკვე შეუერთდა დინამო ბათუმს და მომავალი მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

← სიახლეები

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.