დინამო ბათუმის განცხადება

დინამო ბათუმის თავდამსხმელი, ლევან ხოზრევანიძე, კარიერას სლოვაკურ შამორინში გააგრძელებს.

კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი გუნდის ფეხბურთელი ახალ კლუბში 1-წლიანი იჯარის წესით იასპარეზებს.

ლევანი დინამო ბათუმის აკადემიის ერთ-ერთი გამორჩეული აღზრდილია და პირველ გუნდში მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა.

ლევან ხოზრევანიძე – მთავარ გუნდში მისი დებიუტი 2025 წელს შედგა. მას შემდეგ ლევანმა კლუბის მაისურით 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ცხრა გოლით და ერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

კლუბმა იჯარის გადაწყვეტილება უშუალოდ ფეხბურთელის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო – ახალგაზრდა ფორვარდისთვის მეტი სათამაშო დროის მიღება მისი შემდგომი პროგრესისა და პროფესიული ზრდისთვის აუცილებელია.

აქვე გაცნობებთ, რომ სლოვაკეთში გადასვლამდე, დინამო ბათუმსა და ლევან ხოზრევანიძეს შორის არსებული კონტრაქტი განახლდა და 2029 წლამდე გახანგრძლივდა.

დინამო ბათუმი მადლობას უხდის ლევანს გაწეული შრომისთვის. მას პროდუქტიულ სეზონს, სპორტულ განვითარებასა და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!

← სიახლეები

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.