საქართველოს თასი 2026 | ტორპედო 2-4 დინამო ბათუმი

საქართველოს თასის 1/4-ფინალურ შეხვედრაში დინამო ბათუმი სტუმრად ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა. მატჩი, უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოდგა და შეხვედრის ბედი დამატებით დროში გადაწყდა.

ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს, მე-11 წუთზე ლუკა წულუკიძის წაქცევისთვის დანიშული პენალტი ზუსტად უერდი მარამ შეასრულა. გაშვებული გოლის შემდეგ ქუთაისელები გააქტიურდნენ და ჩვენს კართან ბევრი სახიფათო მომენტი შეიქმნა. საბოლოოდ წონასწორობა 35-ე აღდგა, თავური დარტყმით კომნენ ანდრიჩმა გაიტანა. გატანის შანსი დინამოელებსაც ჰქონდათ, თუმცა ავაკა ეშეთეს ოთო გოშაძემ აჯობა. საბოლოოდ ტაიმის მიწურულს, კვლავ ტორპედომ გაიტანა – დიეგო დეისაძემ ზუსტი დარტყმა საჯარიმოს მისადგომებიდან შეასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში თამაშის სურათი შეიცვალა, უპირატესობა ბათუმელებმა მოიპოვეს და 77-ე წუთზე შეცვალზე შემოსულმა იმრან ოლად უმარმა ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში შედეგი აღარ შეცვლილა და გამარჯვებული გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა. მატჩის სცენარი არ შეცვლილა, ბათუმელებმა შეტევები განაგრძეს, მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. 103-ე წუთზე უერდი მარამ კვლავ პენალტიდან გაიტანა და დუბლი შეასრულა, 120-ეზე კი მაურიდესმა დინამოში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

მატჩის ჩანაწერი

ტორპედო 2-4 დინამო ბათუმი (ძირითადი დრო 2-2)

ქუთაისი, რამაზ შენგელია

ტორპედო: გოშაძე, შიმიჩი, ნადარაია, მამუჩაშვილი (კ) (81′ ითრაქი), ანდრიჩი (81′ კოხრეიძე), არაბიძე, პირესი, ლომინაძე (61′ სკორუპი), ბუკია, დეისაძე, შულაია (72′ პენსონი)

სათადარიგო შემადგენლობა: კლიაიჩი, კუპრავა, პერტაია, გერგედავა, მ. ჩიტეიშვილი

მთავარი მწვრთნელი: დირკ შუსტერი

დინამო ბათუმი: ყალიჩავა, მანდრიჩენკო (68′ მაურიდესი), ალთუნაშვილი, მარა, ლაკვეხელიანი (60′ კალეი), ეშეთე (60′ იმრანი), წულუკიძე (84′ მილჩენკო), კირკიტაძე (68′ შენგელია), კობახიძე (კ), კარლსონი, ტურიცოვი

სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, კოხრეიძე, რ. ჩიტეიშვილი, ჯაფარიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მსაჯები: ირაკლი შენგელია, ვახტანგ რუხაია, გიორგი გოგოხია, ცოტნე სამსონაშვილი, ილია იზორია, დავით გაბისონია

ყვითელი ბარათი: 9′ მამუჩაშვილი, 45+3′ ეშეთე, 56′ ალთუნაშვილი, 58′ ლომინაძე, 71′ სკორუპი, 101′ ითრაქი, 105+2′ პირესი, 114′ იმრანი, 118′ არაბიძე

გაძევება: 94′ ბუკია

გოლები: 0-1 მარა (პენ.) (11′), 1-1 ანდრიჩი (35′), 2-1 დეისაძე (45+3′), 2-2 იმრანი (77′), 2-3 მარა (პენ.) (103′), 2-4 მაურიდესი (120′)

ეროვნული ლიგის ეგიდით დინამო ბათუმი მორიგ მატჩს, 30 აგვისტოს შინ, სპაერის წინააღმდეგ გამართავს.

← სიახლეები

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.