
დინამო ბათუმი საკუთარ ერთგულ გულშემატკივარს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს.
კლუბმა წამახალისებელი გათამაშება დაიწყო, რომელიც სეზონის დარჩენილ ნაწილში სტადიონზე მისულ თითოეულ ქომაგს უნიკალური ავტომობილის და სხვა მნიშვნელოვანი საჩუქრების მოგების განსაკუთრებულ შანსს აძლევს.
ზღვისპირელთა საშინაო მატჩებზე დასასწრებად ნაყიდი თითოეული ბილეთი სეზონის ბოლოს, შესაძლოა, მომგებიანი აღმოჩნდეს.
გათამაშების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://gatamasheba.dinamobatumi.com/
“გვეამაყება, რომ საქართველოში საუკეთესო გულშემატკივარი ჩვენს კლუბს ჰყავს. ყველა იმ წარმატებაში, რასაც დინამო ბათუმმა აქამდე მიაღწია თუ მომავალში მიაღწევს, გულშემატკივრებს უდიდესი როლი მიუძღვით. ჩვენი მხრიდან მსგავსი ტიპის წამახალისებელი გათამაშება მადლიერების გამოხატულებაა იმ ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი განსაკუთრებული გულშემატკივრისგან ნებისმიერ სიტუაციაში ვგრძნობთ. აქვე მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ პარტნიორს – კროკობეთს, რომლის გარეშეც ეს ინიციატივა ვერ განხორციელდებოდა.“ – დინამო ბათუმი
“კომპანია კროკობეთი, როგორც დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი, აღნიშნული წამოწყებაში გუნდს აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს და კამპანიისთვის განკუთვნილი პრიზებს დაასპონსორებს. კამპანიის მთავარი მიზანი ერთგული გულშემატკივრების წახალისება და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვაა. ამასთან ერთად გვჯერა, რომ აღნიშნული ინიციატივა ტრიბუნებზე ყოფნას დამატებით სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.” – კროკობეთი
