საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი არჩილ ტვილდიანი, კარიერას „დინამო“ ბათუმში გააგრძელებს. ამპლუით მარჯვენა მცველი ბათუმელთა რიგებს დღეიდან შეუერთდა.
ტვილდიანმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გასული წელი კი იჯარით, ქობულეთის „შუქურაში“ (20 მატჩი) გაატარა.
არჩილ ტვილდიანი
დაბადების თარიღი: 31.01.1993
პოზიცია: მცველი (მარჯვენა)
სიმაღლე: 1.70
საფეხბურთო კარიერა:
2011 წელი – „სასკო“ თბილსი
2012-13 და 2015-16 წელი – „დინამო 2“ /„დინამო“ თბილისი
2014 წელი – „სიონი“ ბოლნისი
2014 წელი – „მეტალურგი“ რუსთავი
2015 წელი – „შუქურა“ ქობულეთი
სანაკრებო კარიერა
საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები – 4 მატჩი
საქართელოს 21 წლამდელთა ნაკრები – 7 მატჩი
