ბოლო წუთის ფაქტორი

მატჩის 92 – ე წუთზე შულაიას გამარჯვების გოლი გააქვს … ბათუმის დინამო თბილისის დინამოსთან 1:2 დამარცხდა. 

შეხვედრა სწრაფი გოლით დაიწყო – ექს-ბათუმელმა გეგეჭკორმა სტუმრები მეცხრე წუთზე შორეული დარტყმით დააწინაურა. გაშვებული ბურთის შემდეგ ბათუმელებმა უპირატესობა მოიპოვეს და მატჩის 33 – ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. გრიგალაშვილის სოლო – რეიდი გატანილი ბურთით დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარი სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და მამსპინძელთა დასაანანი მარცხით დასრულდა. მატჩის 92 – ე წუთზე შულაიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

დინამო(ბთ)-დინამო(თბ) 1:2
გოლები: 0:1 გეგეჭკორი (9), 1:1 ე. გრიგალაშვილი (33), 1:2 შულაია (90+2)
დინამო ბთ (5-2-2-1): შოვნაძე – ტვილდიანი, მახარაძე, კვირკველია, მგელაძე, სუხიაშვილი – შონია, ე. გრიგალაშვილი – ჩოგაძე (70. ფლამარიონი), ვ. თევდორაძე (89. ვარშანიძე) – კვასოვი (81. კვანტალიანი).
სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე, ჭკუასელი
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
დინამო თბ (4-2-3-1): რევიშვილი – გეგეჭკორი, თოთაძე, კობოური, თევზაძე (30. სალუქვაძე) – ქარდავა, ნინუა (89. კუცია) – შულაია, ჩაკვეტაძე, მიქელთაძე – კოვტალიუკი (57. ქოჩლაძე).
სათადარიგოები: ბულისკერია, მიშჩენკო, ლილუაშვილი, ალიუ
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: თევდორაძე (5), სუხიაშვილი (23), კოვტალიუკი (34), შონია (57), სალუქვაძე (90)
არბიტრი: პ. მაჭარაძე

← სიახლეები

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.