
ბოლო ტურში, სამტრედიასთან მიღებული ტრავმა დავით კვირკველიასთვის უმნიშვნელო აღმოჩნდა. დინამოელთა მცველი სამდღიანი პაუზის შემდეგ, ვარჯიშს, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
სამტრედიასთან, მატჩის 71 – ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელთან ორთაბრძოლის შედეგად კვირკველია მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს.
