
ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი სტუმრად დინამო თბილისს დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა, დინამოელთა დერბი კი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.
მე-7 წუთზე ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს – ნიკა კალანდარიშვილის გადაცემით უერდი მარამ ისარგებლა და დინამო ბათუმი წინ გაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი ჩვენი უპირატესობით დასრულდა, თბილისელებმა მეორე ნახევარში თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. 75-ე წუთზე ნუმან კურდიჩის გადაცემის შემდეგ წონასწორობა შეცვლაზე შემოსულმა მაქსიმ ტეიშეირამ აღადგინა.
გადამწყვეტი გოლი 82-ე წუთზე გავიდა – თბილისელთა მხრიდან თავი ნიკა ნინუამ გამოიჩინა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჩვენი კლუბის ახალწვეულების დებიუტი შედგა – ივან ტურიცოვი და ავაკა ეშეთე თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო.
დინამო თბილისი 2-1 დინამო ბათუმი
თბილისი, დავით პეტრიაშვილი
დინამო თბ: ლორია, კალანდაძე, სანტუსი, ხარაიშვილი (46′ ტეიშეირა), ვაწაძე (77′ კვარაცხელია), რამუში (56′ სირაძე), ქვარცხავა (56′ ციკოლია), ნინუა (90+3′ კაკაშვილი), ოსეი, იორო, კურდიჩი
სათადარიგო შემადგენლობა: მაქაცარია, დონკორი, მონტეირუ, ონომა
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
დინამო ბთ: კუპატაძე, ქაფიანიძე, მილჩენკო, მანდრიჩენკო (56′ ხოზრევანიძე), მარა (71′ კოხრეიძე), ლაკვეხელიანი (56′ ტურიცოვი), კალანდარიშვილი (82′ აბუსელიძე), კირკიტაძე, კობახიძე (კ), ჩიტეიშვილი, ჯაფარიძე (56′ ეშეთე)
სათადარიგო შემადგენლობა: ისმაილოვი, გეთიაშვილი, ბისიეშვილი, ბარამიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მსაჯები: ჯენერი ხორავა, ირაკლი კაკაბაძე, გოჩა ტარუაშვილი, დიმიტრი ლაგვილავა, გოგა კიკაჩეიშვილი, ირაკლი კვირიკაშვილი
ყვითელი ბარათი: 45+3′ ქაფიანიძე, 88′ ჩიტეიშვილი, 90+3′ კობახიძე
გოლები: 0-1 მარა (7′), 1-1 ტეიშეირა (75′), 2-1 ნინუა (82′)
ამ მატჩით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა და სეზონი აგვისტოს პირველ კვირაში განახლდება.
