„დინამომ“ თურქული შეკრება დაასრულა.

თურქმენეთის ჩემპიონთან ფრედ დასრულებული მატჩით ბათუმის „დინამომ“ თურქული შეკრება დაასრულა.
შეხვედრა, რომელიც დინამოელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა 1 – 1 დასრულდა. თუქრმენული კლუბის კართან შექმნილი უამრავი მომენტიდან დინამოელებმა მხოლოდ ერთადერთი აქციეს გოლად და ისიც თერთმეტი მეტრიდან – თავი პაჭკორიამ გამოიჩინა. მომენტების სიმრავლიდან გამომდინარე, მატჩი მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 0 – 0-ზე ბათუმელთა კაპიტანმა, მახარაძემ საეჭვოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი შეგნებულად არ გამოიყენა.
ბათუმის „დინამო“ სამშობლოში ხვალ, 29 ივლისს დაბრუნდება.

28.07.2014
კარტეპე, თურქეთი
ამხანაგური მატჩი

დინამო 1 – 1 ალთინ ასირი (თურქმენეთი)

გოლი: 1 – 0 პაჭკორია (74 წთ.)

დინამო: ალავიძე – ქორიძე, მაკარიანი, გავაშელიშვილი, სუხიაშვილი, – შონია, მახარაძე, ჩირიკაშვილი, აშბა (პაჭკორია 46 წთ.), კაკალაძე (ვარშანიძე 46 წთ.) – ბერიაშვილი (ზივზივაძე 70 წთ.)

← სიახლეები

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.