გადადებული მატჩი | დინამო თბილისი 2-2 დინამო ბათუმი

11 აპრილს, დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის პირველი ტურის გადადებული მატჩი გამართა, ჩვენი მეტოქე დინამო თბილისი გახლდათ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ბათუმელები ორჯერ იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მატჩი ფრედ – 2-2 დასრულდა. 

ანგარიში მე-3 წუთზე რევაზ ჩიტეიშვილის ულამაზესი, შორეული გასროლით გაიხსნა. თბილისელებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხეს, მე-10 წუთზე წონასწორობა ჰალიდ დოლტმურზიევმა აღადგინა. გაშვებული გოლის შემდეგ ბათუმელები შეტევაში გააქტიურდნენ და 35-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ უპირატესობა აღადგინა. 

მეორე ტაიმში სათამაშო სცენარი არ შეცვლილა, მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა და საბოლოოდ 73-ე წუთზე რუი მონტეირუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2-2.

მიმოხილვა [ვიდეო]

დინამო თბილისი 2-2 დინამო ბათუმი

თბილისი, დინამო არენა არენა

დინამო თბილისი: ლორია, კალანდაძე, უგრეხელიძე (69′ სანტუში), ხარებაშვილი, დოლტმურზიევი (78′ რამუში), რუი მონტეირუ, ნინუა, ოსეი (69′ ზარია), იორო (62′ სირაძე), კურდიჩი, ხარებაშვილი (46′ ნანა-კოფი დონკორი)

სათადარიგო შემადგენლობა: ჩოჩოშვილი, ქვარცხავა, ლომიძე, დიაკონიძე

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ კაკაშვილი

დინამო ბათუმი: თურმანიძე, მილჩენკო (80′ ხოზრევანიძე), მანდრიჩენკო (71′ კოხრეიძე), მარა, ლაკვეხელიანი, კალანდარიშვილი, წულუკიძე, კირკიტაძე (71′ ფუტკარაძე), კობახიძე (კ), ჩიტეიშვილი, ჯაფარიძე

სათადარიგო შემადგენლობა: ისმაილოვი, თედორაძე, დუმბაძე, აბუსელიძე, ბარამიძე, გოგმაჩაძე

​მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მსაჯები: ირაკლი შენგელია, ვახტანგ რუხაია, სანდრიკო ელიკაშვილი, ცოტნე სამსონაშვილი, გოგა კიკაჩეიშვილი, გურამ მაჩიტიძე

ყვითელი ბარათები: 20′ მანდრიჩენკო, 48′ კობახიძე

გოლები: 0-1 ჩიტეიშვილი (3), 1-1 დოლტმურზიევი (10), 1-2 კირკიტაძე (35), 2-2 მონტეირუ (73)

მომდევნო შეხვედრას დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე 18 აპრილს მოქმედი ჩემპიონის იბერია 1999-ის წინააღმდეგ გამართავს. 

← სიახლეები

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.