
დინამო (ბთ)-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: დათასიჭინავა (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები:
47: +13 =8 -26, 53:79
IV ტურის, უდავოდ, ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩი ქობულეთში უნდა გაიმართოს, სადაც ერთმანეთს ძველი მეტოქეები დაუპირისპირდებიან.
ორივე გუნდს მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს, აღარაფერს ვამბობთ მწვრთნელებზე: გამოცდილი შოთა ჭეიშვილი (“დინამო“) და მისი კოლეგა გიორგი დარასელია (“ტორპედო“) ჩვენს ჩემპიონატში გამორჩეულ სპეციალისტებად მიიჩნევიან.
“დინამომ” ისეთი სტარტი აიღო, როგორც ერთ–ერთ ფავორიტს ეკადრება. აი, “ტორპედოსგან” კი, ბევრი, ალბათ, უფრო მეტს ელოდა, თუმცა, ჯერ ხომ სეზონი წესიერად არც “გახურებულა“.
ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩიც უნდა ვახსენოთ: წინა სეზონის მეორე წრეში, როცა ბათუმის “დინამოს” მშვენიერი სერია (ზედიზედ 6 მოგება) ჰქონდა, ეს სერია “ტორპედოსთან” საშინაო მატჩში შეწყდა.
გაზეთი “ლელო“
