
3 თებერვალს, ბათუმის დინამო თურქულ შეკრებაზე მორიგ ამხანაგურ მატჩში ყაზახურ ტობოლს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით - 0-1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი, 73-ე წუთზე ევგენი კონიაშკინმა გაიტანა.
დინამო 0-1 ტობოლი
ლარა, ანტალია
დინამო: თურმანიძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე (კ), ქაფიანიძე, კალანდარიშვილი, მილჩენკო, კოხრეიძე, მარა, ჯაფარიძე, ხოზრევანიძე, გოგმაჩაძე
სათადარიგო შემადგემლობა: ისმაილოვი, მახარაძე, ცხომელიძე, თედორაძე, დუმბაძე, ლაკვეხელიანი, ზოიძე, ფუტკარაძე, აბუსელიძე, თავდგირიძე, ბარამიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ტობოლი: უსტიმენკო, ვუკჩევიჩი, მაროჩკინი, ალიუნი, კალმირზა, ჟაგოროვი, უსენოვი, ტაგიბერგენი, ზუევი, მარატი, ლუის გერა
მთავარი მწვრთნელი: ნურბოლ ჟუმასკალიევი
გოლები: 0-1 კონიაშკინი (73’)
თურქულ შეკრებაზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში ჯერ-ჯერობით ვერ მონაწილეობენ ლუკა წულუკიძე, თორნიკე კირკიტაძე და ლაზარე კუპატაძე. მოთამაშეები სეზონის განახლებისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან და მათი სრულფასოვანი დაბრუნება შემდეგ ამხანაგურ მატჩებშია მოსალოდნელი.
ტობოლის წინააღმდეგ გამართული მატჩი ვარჯიშზე მიღებული დაზიანების გამო გამოტოვა ნიკოლოზ ბალაძემ.
