
ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა, რომელიც 22 მარტს ბათუმში სპაერის წინააღმდეგ უნდა გამართულიყო - გადაიდო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ, საფეხბურთო კლუბებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვის დღეებთან დაკავშირებით, 23 მარტამდე დაგეგმილი ყველა საფეხბურთო ღონისძიება დროებით შეჩერებულია.
კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
თუ როდის ჩატარდება სპაერის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
