
დინამო ბათუმი 2026 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება. 4 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული წილისყრის შედეგად, ჩვენი გუნდის სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა გაირკვა.
თასის გათამაშების ფინალური ეტაპი 25 ივლისიდან აიღებს სტარტს. 1/16-ფინალში ბათუმელებს სამი სავარაუდო მეტოქე ჰყავთ — რუსთავი 2, ბორჯომი ან ორბი.
საკვალიფიკაციო ეტაპის პრინციპი ასეთია: პირველ ეტაპზე ს.კ. რუსთავის მეორე გუნდი საკუთარ მოედანზე ბორჯომს უმასპინძლებს, მათ შორის გამარჯვებული კი მეორე ეტაპზე „ორბს“ დაუპირისპირდება. სწორედ ამ სამეულში საუკეთესო გუნდი გახდება დინამო ბათუმის მეტოქე 1/16-ფინალში. ჩვენი გუნდი აღნიშნულ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს.
2026 წლის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების სრულ ბადეს შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე.
