
10 მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურში დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3-1 დაამარცხა. შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 22-ე წუთზე უერდი მარას მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ ნიკა კალანდარიშვილმა თავური დარტყმით გახსნა. 35-ე წუთზე კვლავ მარას კუთხურის შემდეგ, ამჯერად კაპიტანმა მამუკა კობახიძემ ზუსტი თავურით უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში დინამოელთა უპირატესობა გაგრძელდა და 55-ე წუთზე უერდი მარას მესამე საგოლე გადაცემით გიორგი კოხრეიძემ ტექნიკური დარტყმით მესამე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია მარას ბრწყინვალე თამაში, რომელიც სამივე გოლის შემოქმედი გახდა. 71-ე წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს - მეკარე ლაზარე კუპატაძის შეცდომით ლევან პაპავამ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დინამო ბათუმი 3-1 სამგურალი
ბათუმი, აჭარაბეთ არენა
დინამო ბათუმი: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე (კ), კალანდარიშვილი, ლაკვეხელიანი, მილჩენკო (80' ხოზრევანიძე), ჯაფარიძე (62' ფუტკარაძე), მარა, მანდრიჩენკო (54' კოხრეიძე), კირკიტაძე (80' აბუსელიძე), წულუკიძე
სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, ბისიეშვილი, თედორაძე, ბარამიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
სამგურალი: კუტალაძე, ჯანჯღავა (69' აფციაური), ველისოლი, ლევან გეგეჭკორი, ჟან კარლოსი (84' ჩხეტიანი), ცეცხლაძე (69' გოგია), ვინისიუსი, შათირიშვილი, სებოლინია (69' გოგოლაშვილი), ჯეფერსონ ჯერალდო (46' პაპავა), რიანი
სათადარიგო შემადგენლობა: სიუკაევი, კვარაცხელია, ქაბია, ბერელიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ონიანი
მსაჯები: გიორგი ავაზაშვილი, ბორის ჟვანია, სანდრიკო ელიკაშვილი, აკაკი ფარჯიკია, გიორგი ყრუაშვილი, გიორგი ელიკაშვილი
ყვითელი ბარათები: 27' კუპატაძე, 27' შათირიშვილი, 30' ჯანჯღავა, 41' ჩიტეიშვილი, 42' კირკიტაძე, 45+1' ჯაფარიძე
გოლები: 1-0 კალანდარიშვილი (22), 2-0 კობახიძე (35), 3-0 კოხრეიძე (55), 3-1 პაპავა (71)
მომდევნო შეხვედრას დინამო ბათუმი კვლავ საკუთარ მოედანზე, 16 მაისს ტყიბულის მეშახტის წინააღმდეგ გამართავს.
