სიახლეები

სამი დინამოელი 21-წლამდე ნაკრებში

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში ჩვენი გუნდის სამი მოთამაშე გამოიძახეს. მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის ლუკა წულუკიძეს, გიორგი კოხრეიძეს და გურამ ჯაფარიძეს უხმეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგი კოხრეიძის გამოძახება, რადგან ეს მისთვის ახალგაზრდულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა.

ივნისის სანაკრებო პაუზის დროს, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგური მატჩების გასამართად, ბულგარეთსა და მოლდოვაში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მატჩების განრიგი:

5 ივნისი | საქართველო - აშშ

9 ივნისი | მოლდოვა - საქართველო

კლუბის სახელით, წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს მოახლოებულ სანაკრებო მატჩებში!

 

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search