“u10d6u10d0u10dbu10d7u10e0u10d8u10e1 u10dbu10d0u10e1u10e2u10d4u10e0u10e1u10d8 2017”

GFFსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 13 იანვარს “ზამთრის მასტერსი 2017” დაიწყება, რომელშიც ბათუმის “დინამო” ჩაერთვება.

ტურნირი თბილისში, ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზში გაიმართება, სადაც პროლიგა 1-ის 9, პროლიგა 2-ის 5 და ასევე, ეროვნული ლიგა1-ის 2 გუნდი ითამაშებს. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, შემდეგ ეტაპზე ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ, რომლებიც ნახევარფინალში ითამაშებენ. ბოლოს კი ფინალური შეხვედრა შედგება და უძლიერესი გამოვლინდება.

A ჯგუფი: ტორპედო (ქუთაისი), დილა (გორი), გაგრა, შევარდენი-1906 (თბილისი)
B ჯგუფი: ჩიხურა (საჩხერე), საბურთალო (თბილისი), სიონი (ბოლნისი), მერანი (მარტვილი)
C ჯგუფი: დინამო (ბათუმი), კოლხეთი (ფოთი), ვიტ ჯორჯია (თბილისი), თელავი
D ჯგუფი: სამტრედია, დინამო (თბილისი), შუქურა (ქობულეთი), მეშახტე (ტყიბული)

← სიახლეები

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.