უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გასულ სეზონში გაწეული მხარდაჭერისთვის. თითოეული თქვენთაგანის გვერდში დგომა, არა პერსონალურად ჩემი, არამედ ბათუმის „დინამოს“ ქომაგობაა. რა თქმა უნდა, ცალკე მინდა გავამახვილო ყურადღება „დინამოელ“ პირატებზე, რომლებიც წვიმასა თუ ქარში ერთგულად და ბოლომდე ქომაგობდნენ საყვარელ გუნდს.
ჩვენ გვჯერა თქვენი ბიჭებო და გარწმუნებთ, თითოეული დინამოელი თვქვენთვის, „დინამოს“ სახელისთვის და ბათუმისთვის ხვალიდან უმაღლეს ლიგაში იბრძოლებს. რთული და პრობლემური სეზონის შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი მიღწეულია - ბათუმის „დინამო“ უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. ამიტომ, ყველას მინდა გთხოვოთ, რომ გაათმაგებული ენერგიით და მონდომებით დავუჭიროთ მხარი ბათუმის „დინამოს“ უმაღლეს ლიგაში.
ოთარ ფედიჩკინი, ბათუმის "დინამოს" დირექტორი
