დღეს ბათუმელებმა საწვრთნელი მატჩი გამართეს ურეკში შეკრებაზე მყოფ ოზურგეთის "მერცხალთან". ორჯერადი ვარჯიშების და მძიმე დატვირთვების შემდეგ დინამოელებმა პირველი სპარინგი ჩაატარეს. მწვრთნელმა როგორც ახალწვეულები, ისე სინჯებზე მყოფი ფეხბურთელები გამოსცადა. სხვადასხვა დაზიანებების გამო არ უთამაშიათ მიხეილ ალავიძეს, ირაკლი ჩირიკაშვილს, ამირან მუჯირს და ბექა ჭკუასელს.
მატჩი დინამოელთა მცირე უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა - 3:1. თავდაპირველად მეტოქემ საჯარიმო დარტყმით იხეირა პირველი ტაიმის შუაწელში, მალევე ნიკა აშბამ აღადგინა წონასწორობა, სისწრაფის ხარჯზე დაჯაბნა მეურვე და ერთი-ერთზე გასულმა გაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. მეორე ნახევარში გელა გოგიტიძე გასცდა ორ მცველს და მეკარეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა წესების დარღვევით შეაჩერა, პენალტი უნაკლოდ გამოიყენა გუნდის ახალწვეულმა თემურ შონიამ, რამოდენიმე წუთში ტატო აბუსელიძემ დააგვირგვინა მარცხენა ფლანგიდან ნიკა დიასამიძის ჩაწოდება - 3:1.
"დინამო"(პირველ ტაიმში) - გ.თებიძე - ა.ჩუენსუ, ნ.მგელაძე, ბ.ტეტუნაშვილი, კ.მაკარიანი - თ.შონია, ბ.მახარაძე, ვ.თევდორაძე, ნ.აშბა, ნ.დიასამიძე - ტ.აბუსელიძე
"დინამო"(მეორე ტაიმში) - რ.ტაკიძე - ვ.ქორიძე, ნ.მგელაძე(ბ.ტეტუნაშვილი), გ.გოგიტიძე, ა.სუხიაშვილი - თ.შონია, ბ.ვარშანიძე, ვ.თევდორაძე(ნ.აშბა), კ.მაკარიანი(ა.ჩუენსუ), ნ.დიასამიძე - ჯ.ჯამარაშვილი(ტ.აბუსელიძე)
