სიახლეები

გამარჯვება ბოლო ტურში

8ncr9პირველი ლიგის ბოლო ტურში ბათუმის "დინამო" "ჭიათურას" მასპინძლობდა და გამანადგურებელი ანგარიშით 7:1 დაამარცხა. თამაშის აღწერას აღარ შევუდგებით, თუმცა აღსანიშნავი იყო ნიკა აშბას სადებიუტო გოლი, ვულოცავთ ნიკას და წარმატებებს ვუსურვებთ კარიერაში.

ახლა გუნდს პლეი-ოფი ელის, სადაც მათთან ერთად ქობულეთის "შუქურა", ფოთის "კოლხეთი" და ს.კ. "სამტრედია" გავიდნენ. ერთწრიან ტურნირში, რომელიც რეგლამენტის თანახმად თბილისში უნდა გაიმართოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ორი გამარჯვებული უმაღლესი ლიგის საგზურს მოიპოვებს. თუმცა ჯერ გადასასვლელი ტურნირის ჩატარების თარიღი არაა ცნობილი, აქტიურად განიხილება უმაღლესი ლიგის 16 გუნდამდე გაფართოების საკითხიც, რაც თავისთავად გამორიცხავს პლეი-ოფის ჩატარების აუცილებლობას. ამავე დროს მიმდინარეობას საკლუბო ლიცენზირების პროცესიც, სადაც ჩვენმა კლუბმა დამატებით წარადგინა ფინანსური გარანტიების დამადასტურებელი ცნობები. ერთი სიტყვით ჯერ გაურკვევლობაა ჩემპიონატის ირგვლივ, გუნდი ჩვეულებრივად განაგრძობს საწვრთნელ პროცესს, რათა მზადყოფნაში შეხვდეს მოსალოდნელ პლეი-ოფს.

"დინამო" (ბათუმი) - "ჭიათურა" - 7:1

"დინამო": გ.ალავიძე(რ.ტაკიძე 46) - ბ.ვარშანიძე, გ.გავაშელიშვილი, ბ.ტეტუნაშვილი, კ.მაკარიანი - გ.გოგიტიძე(გ.ჟვანია 46), ბ.მახარაძე(გ.ფიფია 46), ვ.თევდორაძე, ი.ჩირიკაშვილი, ბ.ჭკუასელი(ა.აბუსელიძე) - ნ.აშბა(ვ.ქორიძე 76)
"ჭიათურა": დ.სევასტოპულო - გ.მეცხოვრიშვილი, ლ.ცუცქირიძე გ.ოქროპირიძე, ბ.შუბითიძე - ა.ბაბლიძე, ლ.ქუჩაშვილი(ო.კურტანიძე 70), თ.მუმლაძე, გ.ბარბაქაძე, თ.ნადირაძე - გ.სამყურაშვილი(ი.ცერცვაძე 46)

გოლები: 1:0 კ.მაკარიანი (9); 2:0 ბ.ტეტუნაშვილი (41); 3:0 ი.ჩირიკაშვილი (42); ნ.აშბა(45); 4:1 თ.მუმლაძე (51 პენალტით); 5:1 გ.ფიფია (54); 6:1 გ.გავაშელიშვილი (72); 7:1 ა.აბუსელიძე (73)
გაფრთხილება : გ.გავაშელიშვილი (38)

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search