
ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის დროს ბათუმელებმა სპარინგ მატჩი ფოთელებთან გამართეს და მეტოქე იოლად 4 – 1 დაამარცხეს. დინამოელთაგან ბურთები ბერიაშვილმა(დუბლი), ლუის მედინამ და მაქაცარიამ გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს „დინამოს“ ამხანაგური შეხვედრა თურქეთში, „ჩაიკურ რიზესპორთან“ უნდა გაემართა, თუმცა თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო აღნიშნული შეხვადრა ნოემბერის სანაკრებო პაუზის დროს შედგება.
"დინამო" 4 - 1 "კოლხეთი" ფოთი
გოლები: 1 - 0 ბერიაშვილი (ქავთარაძისგადაცემით); 2 - 0 ბერიაშვილი (აბუსელიძისგადაცემით); 3 - 0 ლუისმედინა (ბერიაშვილისგადაცემით); 4 - 1 მაქაცარია (კაშიასგადაცემით)
"დინამო": ალავიძე, ქათამაძე, მახარაძე, გოგიტიძე, სუხიაშვილი, მგელაძე, თევდორაძე, ქავთარაძე, კვანტალიანი, ბერიაშვილი, აბუსელიძე.
