
ხვალ, „დინამო“ ბათუმისთვის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა, სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდება. 17 ოქტმბერს, ქობულეთის „ჩელე“ არენაზე დინამოელები „სამტრედიას“ დაუპირისპირდებიან.
მოახლოვებულ ტურს, ბათუმელები ზედიზედ ხუთი (ერთი თასზე და ოთხი მატჩი უმაღლეს ლიგაში) მოუგებელი მატჩით ხვდებიან, ხოლო სამტრედიელებმა გასულ ტურში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გორის „დილა“ 5 – 0 გაანადგურეს.
უმაღლესი ლიგა 2015/16 სეზონი
„სამტრედია“ – 7 მატჩი, 5 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი, ბურთები 22:10 16 ქულა (მესამე)
„დინამო“ ბათუმი - 7 მატჩი, 2 მოგება, 3 ფრე, 2 მარცხი ბურთები 12:7 9 ქულა (მეცხრე)
ურთიერთშეხვედრები:
უმაღლესი ლიგა 2014/15 წ. სეზონი
05/10/14 „სამტრედია“ 2 – 0 „დინამო“
11/04/15 „დინამო“ 1 – 0 „სამტრედია“
თასი 2014/15 წ. გათამაშება
17/11/14 „დინამო“ 4 – 1 „სამტრედია“
25/11/14 „სამტრედია“ 3 – 0 „დინამო“
სულ: 27 მატჩი. 15 მოგება, 3 ფრე, 9 წაგება. ბურთები: 49 - 31
