სიახლეები

ბერიაშვილის დუბლი და ნანატრი გამარჯვება

12122662 10208239689176792 7088867230626404005 n

 ზედიზედ ხუთი მოუგებელი მატჩის შემდეგ „დინამო“ ბათუმმა, „ჩელე არენაზე „სამტრედია“,  ბერიაშვილის დუბლით დაამარცხა.

 

პირველი გოლი დინამოელთა თავდამსხმელმა ქავთარაძის გადაცემით გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევა  ბერიაშვილმა კარგად გააგრძელა. გზად ერთი მცველი ჩამოიშორა და ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნა. შეხვედრაში მეორე გოლი მატჩის მიწურულს, 71-ე წუთზე გავიდა - შეცვლაზე შემოსულმა ვარშანიძემ, მოედნის ცენტრში სამტრედიელთა ნახევარმცველს ბურთი ოსტატურად წაართვა და ბათუმელთა თავდამსხმელი მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა - 2:0.

 

შემდეგ შეხვედრას „დინამო“ 23 ოქტომბერს, სტუმრად, ლანჩხუთის „გურიასთან გამართავს.

 

"დინამო" ბათუმი 2 - 0 "სამტრედია"

 

გოლები: 1 - 0, 2 - 0, ბერიაშვილი 5 წთ. და 71 წთ.(ქავთარაძე/ვარშანიძე)

 

გაფრთხილება: თევდორაძე, ვარშანიძე, ტეტუნაშვილი

 

მთ. არბიტრი:. ვადაჭკორია

 

"დინამო":ალავიძე, ქათამაძე (ტეტუნაშვილი 46 წთ.), მახარაძე, გოგიტიძე, სუხიაშვილი, მგელაძე, თევდორაძე (ვარშანიძე 60 წთ.), ქავთარაძე, კვანტალიანი (ჩირიკაშვილი 75 წთ.), ბერიაშვილი, აბუსელიძე.
სათადარიგოები: მამინაშვილი, დიასამიძე, ფონიავა, ლუისმედინა.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search