
23 ოქტომბერს, ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ „დინამო“ ბათუმი ლანჩხუთის „გურიას“ ოცდაამეექვსედ დაუპირისპირდება.
ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დინამოელებმა წინა ტურში, „სამტრედიასთან“ (2:0) შეწყვიტეს, ხოლო გურულები მოქმედ ჩემპიონთან, გორის „დილასთან“ სტუმრად, 5 : 0 დამარცხდნენ.
უმაღლესი ლიგა 2015/16 სეზონი
„გურია“ ლანჩხუთი – 8 მატჩი, 2 მოგება, 2 ფრე, 4 მარცხი, ბურთები 7:13 8 ქულა (მეთერთმეტე)
„დინამო“ ბათუმი - 8 მატჩი, 3 მოგება, 3 ფრე, 2 მარცხი ბურთები 14:7 12 ქულა (მეცხრე)
ურთიერთშეხვედრები:
უმაღლესი ლიგა 2014/15 წ. სეზონი
25/10/14 „გურია“ 1 – 0 „დინამო“
გოლი: შალამბერიძე (33 წთ. პენ.)
25/04/15 „დინამო“ 2 – 1 „გურია“
გოლები: 1 -0, 2 – 0 ბერიაშვილი (16 წთ და 36 წთ.) 2 – 1 გოგიაშვილი (81 წთ.)
სულ: 25მატჩი. 15 მოგება, 5ფრე, 5წაგება. ბურთები: 56 - 17
