სიახლეები

გურია-დინამო (ბთ) 1:1 - როცა ყველა უკმაყოფილოა

12189364 10208287306287190 2453328311440656476 oმეტოქეები მატჩს გვარიანი დანაკლისით შეხვდნენ და ალბათ, ესეც იყო მიზეზი, მაყურებელმა არცთუ თვალსასეირო თამაში რომ იხილა. ბოლო შეხვედრებში გახშირებული ექსპერიმენტებით მოთამაშე გურულები ვიცე-ჩემპიონთან მცირეოდენ უპირატესობას მაინც ფლობდნენ, თუნდაც - საგოლე მომენტების მხრივ.


პირველ ტაიმში ორი შანსი გაუცუდდათ მასპინძლებს - ჯერ ბოტიგო ადემელს არ გაატანინა მიხეილ ალავიძემ, რასაც ის კუთხური მოჰყვა, მცველებმა ლამის საკუთარ კარში რომ გადაგზავნეს. გურულთათვის ხეირი ვერც ერეკლე კილაძის მცდელობამ მოიტანა.
თავისმხრივ, ბათუმელებს კარში ხეირიანად დარტმა უჭირდათ, თუმცა მათი პირველივე "გასროლა" მიზანში მოხვდა - ამირან აბუსელიძეს მეტად ლამაზი გოლი გამოუვიდა.

თუმცა მანამდე სტუმრებს გოლიც გაშვებული ჰქონდათ და მინიმუმ ორ აშკარა ხიფათსაც გადაურჩნენ, მერე კი სანდრო ბახიას ფლანგური გარღვევა ვანო წილოსანმა გოლით დაასრულა.

მალევე, გოლის ავტორმა ორი ხიფათი შექმნა, როცა იდეალური გადაცემები გაუკეთა თავისიანებს, მაგრამ თორნიკე მოსიაშვილმა და დემელმა ბურთს ფეხი ისე ხეირიანად ვერმოარტყეს, "დინამოს" მეკარეს თავისი ოსტატობის ჩვენება მაინც რომ დასჭირვებოდა.

თუმცა ალავიძემ თავისიანებს ქულა მაინც გადაურჩინა, როცა 1:1-ზე ჯერ დიმიტრი ზოზულიას სახიფათო დარტყმული მოიგერია და დემელის დამატებულზეც მოასწრო რეაგირება.

სულ ბოლოს ბათუმელებს 3 ქულის მოპოვების ჩინებული შანსი მიეცათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს და შეხვედრაც ლოგიკური შედეგით დასრულდა. 

 

თუმცა ამ შედეგმა უკმაყოფილო დატოვა ორივე გუნდი, თამაშის ხარისხმა კი - გულშემატკივარი...

23.10. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"

გურია-დინამო (ბთ) 1:1

გოლები: 1:0 წილოსანი (51. ბახიასპასით), 1:1 აბუსელიძე (70. ბერიაშვილისპასით)

გურია:იმერლიშვილი, ზოზულია, ჩადუნელი, გელაშვილი, ს. ბახია, ლ. კობერიძე (79. ქურდაძე), ე. კილაძე (60. ლ. ნოზაძე), მოსიაშვილი (76. რეხვიაშვილი), ვ. წილოსანი, მაისურაძე, დემელი.

სათადარიგოები: შენგელია, ლ. მჭედლიშვილი, ლაბაძე, ზაქრაძე

მწვრთნელი: გიაჩხაიძე

დინამო (ბთ):ალავიძე, სუხიაშვილი, მგელაძე, გოგიტიძე, მახარაძე, ვარშანიძე, ნ. კვანტალიანი (46. ვ. თევდორაძე) , ქათამაძე (46. ჩირიკაშვილი), ქავთარაძე, ბერიაშვილი, აბუსელიძე.

სათადარიგოები: მამინაშვილი, ვ. ქორიძე, ფონიავა, ლუისმედინა

მწვრთნელი: შოთაჭეიშვილი

გაფრთხილება:ნოზაძე (72), მახარაძე (89)

არბიტრი:გ. კიკაჩეიშვილი

 

ავტორი  : მათეგურული

 

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search