
25 აპრილს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXV ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ბათუმის "დინამომ" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ქობულეთში, "ჩელე არენაზე" ანგარიში გიორგი ბერიაშვილმა უკვე მე-16 წუთზე გახსნა. მანვე პირველ ტაიმში დუბლიც (36) შეასრულა.
შეხვედრის მეორე ნახევარში გურულებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლეს - 82-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ჯემალ გოგიაშვილმა დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით ბათუმის "დინამომ", რომლის აქტივში 48 ქულაა, სატურნირო ცხრილში თბილისის "დინამოს" გადაასწრო და მეორე ადგილზეა. ცხრილს 51 ქულით გორის "დილა" ლიდერობს.
