ბათუმის ”დინამო” ლიდერს მიუახლოვდა
28 თებერვალი. ლანჩხუთი. “ე.შევარდნაძე”. 14:00
“კოლხეთი” (ფოთი) – “დინამო” (ბათუმი) 0:2 (0:1)
“კოლხეთი”: სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, თევზაძე, ლ.კაკულია, თ.კაკულია, (გიგაური,46), გოგონაია (გუგუშვილი 68), შენგელია, გურეშიძე, ამბროლაძე (სიჭინავა, 46), ჯიქია.
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
“დინამო”: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, მგელაძე, მაკარიანი, ვარშანიძე, შონია, ქავთარაძე, ჩირიკაშვილი (ქორიძე, 46), ტატანაშვილი (თევდორაძე, 72) ბერიაშვილი(ფატენაძე, 90+2)
მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გოლები: ტატანაშვილი (42, პენ), ბერიაშვილი (70, პენ)
გაფრთხილება: ლევან კაკულია (64), ჩადუნელი (70), ვარშანიძე (77), თევდორაძე (83)
მთავარი მსაჯი: ჯენერი ხორავა
ფოთის ”კოლხეთმა” ბათუმის ”დინამოს” ლანჩხუთში “უმასპინძლა”. ფოთელები საკუთარ სტადიონზე რომ ვერ ატარებენ საშინაო შეხვედრებს ეს სიახლეს არ წარმოადგენს. გულშემატკივართა ნაწილი სწორედ ლანჩხუთში გაჰყვა თავის გუნდს საქომაგოდ.
ბათუმის ”დინამოსაც” ჩამოჰყვა თავისი ერთგული ქომაგი, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში ომახიანად ამხნევებდნენ თავიანთ ფეხბურთელებს და მატჩიც შედგა.
ტაიმი 7 წუთის დაწყებული იყო, როცა ფოთელებმა პირველი ხელსაყრელი მომენტი შექმნეს, შეტევა კი ჯიქიას აქტიურობას მოჰყვა, ფოთელთა 15 ნომერმა საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო მეურვეს და თავისი გუნდის შეტევა წამოიწყო, საბოლოოდ ბათუმელთა საჯარიმოში მყოფ გურეშიძეს მიუვიდა ბურთი, გურეშიძეს თავადვე შეეძლო ახლო მანძილიდან შეტევა დაეგვირგვინებინა, მაგრამ პასის გაკეთება გადაწყვიტა მეტოქე გუნდის კართან უფრო ახლოს მყოფ შენგელიასთვის, თუმცა თანაგუნდელმა ბურთის კარში გადაგზავნა ვერ მოახერხა.
პირველი ტაიმში უფრო მეტხანს ფლობდნენ ფოთელები ბურთს და შესაბამისად მეტი მომენტიც შექმნეს, თუმცა ”დინამო” დაცვაში უშეცდომო იყო და ბათუმელების შეტევებიდან ორი შედეგიანი და გადამწყვეტი გამოდგა.
აღნიშნულ მატჩში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში შეხვედრის მთავარი მსაჯი ჯენერი ხორავა აღმოჩნდა. ხორავამ ორი თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა ფოთელთა კარში და თუ მეორე პენალტის დროს აშკარა იყო ჩადუნელის მხრიდან ხელით თამაში, პირველი თერთმეტმეტრიანის დროს ფოთელი გულშემატკივრების რისხვა დაატყდა მატჩის მთავარ რეფერის. 43-ე წუთზე ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდის დროს, ფოთელთა საჯარიმოში ჩირიკაშვილი წაიქცა. ხორავამ ფოთელი მცველების მხრიდან თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოცდილმა დიმიტრი ტატანაშვილა უზადოდ შეასრულა და ანგარიშიც გაიხსნა - 0:1.
მეორე ტაიმში ”კოლხეთი” თამაშის გადარჩენას შეეცადა და გაორმაგებული ენერგიით შეუტია. ”დინამომ” კი თამაში უფრო დაამშვიდა და საკმაოდ სახიფათო კონტრიერიშებით ცადა მატჩის თავისთვის სასურველი სცენარით წაყვანა. ერთ-ერთი ასეთი კონტრიერიშის დროს ფოთელთა საჯარიმოში ჩადუნელს ხელზე მოხვდა ბურთი, ამ შემთხვევაში თვით ”კოლხეთის” ფეხბურთელებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი, მეორე თერთმეტმეტრიანის შესრულება ბერიაშვილმა ითავა და მანაც ზუსტი დარტყმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
მატჩის დასრულებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებს შეეძლოთ თავის გამოჩენა, 83-ე წუთზე იგივე ბერიაშვილს დუბლის გაფორმების შანსი ჰქონდა, მაგრამ უფრო კარგ პოზიციაზე მყოფ შონიას დაუგორა, თუცა ფოთელთა კიპერმა სეფიაშვილმა ნახტომში შესძლო ბურთი მოგერიება. არბიტრის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე კი ჯიქიას პასის შემდეგ ანგარიშის შემცირების რეალური შანსი მიეცა შეცვლაზე შემოსულ გუგუშვილს, თუმცა მცირედ არაზუსტი იყო მისი დარტყმა. საბოლოოდ საინტერესო შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ზაზა ინაშვილი: “შედეგიდან გამომდინარე, ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ. ამას დაემატა მთავარი მსაჯის შეცდომაც, რამაც ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა გუნდზე. მეორე თერთმეტმეტრიანზე არაფერს ვამბობ, მაგრამ პირველ ეპიზოდში აშკარად შეცდა ხორავა.”
ასლან ბალაძე: “კოლხეთი” კარგი გუნდია, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მეტად მოტივირებულნი იყვნენ და ცდილობდნენ, მაგრამ კარგია, რომ შევძელით 3 ქულის აღება. რაც შეეხება მეორე თერთმეტმეტრიანს, შორიდან ძნელია ამის თქმა, მაგრამ ვფიქრობ იყო.”
