სიახლეები

შონიას სამქულიანი გასროლა

a66d528440fbბადრი ტეტუნაშვილის გადაცემა და თეიმურაზ შონიას ულამაზესი გოლი - დინამოელი ნახევარმცველის უზადოდ შესრულებული დარტყმა ბათუმელთა გამარჯვებისთის საკმარისი აღმოჩნდა. ბათუმის „დინამომ“ გორის „დილა“ 1 - 0 დაამარცხა.
თეიმურაზ შონია:


- ვიცოდით რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა და დაძაბული მატჩი იქნებოდა, ყველას გააზრებული გვქონდა ამ მატჩის მნიშვნელობა და სათანადოდ მოვემზადეთ. ბოლომდე ვიბრძოლეთ და სასურველი შედეგიც მივიღეთ.
- რაც შეეხება გოლის ეპიზოდს.
- ტეტუნაშვილისგან მივიღე გადაცემა საჯარიმოსთან და ეგრევე იმ კუთხეში დავარტყი სადაც სიცარიელე დავინახე. ვფიქრობ, რომ გოლი ლამაზი გამოვიდა და რაც მთავარია სამი ქულის მომტანი. გატანილმა ბურთმა ძალიან გამახარა და ერთადერთი რაც იმ მომენტში ვიგრძენი იყო ის რომ ეს გოლი იმ ადამიანებისთვის უნდა მიმეძღვნა ვინც ამ ამინდში ჩამოვიდა და გვერდში დაგვიდგა - ამით მინდოდა მათთვის მადლობის გადახდა.
- რაც შეეხება მომავალ მატჩებს..
- უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ და უფრო გავიმყარეთ ადგილი, სატურნირო სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და მოდუნების უფლებაც არ გვაქვს. რთული შეხვედრები გველის წინ და ბოლომდე ვიბრძოლებთ სასურველი შედეგის მისაღწევად.

იხილეთ ვიდეო მიმოხილვა

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search