25 იანვარს, ჩელე არენაზე ბათუმის „დინამომ“ მიმდინარე წელს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა - „დინამო“ ფოთის „კოლხეთთან“ 0 – 1 დამარცხდა. მეორე წრისთვის მზადებას ბათუმური კლუბი იანვრის დასაწყისში შეუდგა. დინამოელებმა პირველი ამხანაგურ შეხვედრა ზუგდიდში გამართეს და მასპინძლები დამაჯერებელი ანგარიშით 1 – 3 დაამარცხეს.
„დინამო“ 0 – 1 „კოლხეთი“
გოლი: ჯიშკარიანი (36 წთ.)
“დინამო'': ალავიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, გიოქთან აშკინი, სუხიაშილი, შონია, ჩირიკაშვილი, ვარშანიძე, მუჯირი, მაქაცარია, ჭკუასელი.
მეორე ნახევარში შევიდნენ: მამინაშვილი, ჩინბა, ბაღდავაძე, მუჯირი, სიხარულიძე, სეფიაშვილი, ტატანაშვილი, მახარაძე.
“კოლხეთი'': სეფიაშვილი, ბეჩეხია, თევზაძე, ჩაკვეტაზე, თ.კაკულია, გიგაური, გოგონაია, გვალია, გუგუშვილი, ჟიშკარიანი, ჯიქია.
მეორე ნახევარში შევიდნენ: ძაგანია, ბარამიძე, ჩადუნელი, ქორჩილავა, გაბისკირია, გურეშიძე, შენგელია, ამბროლაძე, სიჭინავა, ნარსია, ბასილაია.
