სიახლეები

"დინამომ" 2015 წელი გამარჯვებით დაიწყო

43ab90ba6a27ზუგდიდში ადგილობრივ კლუბთან გამართულ ამხანაგურ მატჩში "დინამომ" 3 - 1 იმარჯვა.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო - ირაკლი ქობალიამ ზუგდიდელთაგან პირველი და ერთადერთი გოლი მატჩის დასაწყისშივე გაიტანა, თუმცა, დინამოელმა აბუსელიძემ ანგარიში მალევე გაქვითა. გატანილი გოლის შემდეგ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. ბათუმელთა ახალწვეულმა ქავთარაძემ დინამოელები ტაიმის მიწურულს დააწინაურა. თავიანთი შანსები აბუსელიძეს და ტატანაშვილს, რომ გამოეყენებიათ პირველი ტაიმი გაცილებით უხვგოლიანი აღმოჩნდებოდა.

ექსპერიმენტალური შემადგენლობით მოთამაშე დინამოელებმა, მეორე ტაიმში თავიანთი უპირატესობა მხოლოდ შეხვედრის მიწურულს გაზარდეს - საჯარიმოში შეჭრილი ტროფიმოვი წესების დარღვევით შეაჩერეს. თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ მაკარიანმა შეასრულა და საბოლოო ანგარიში 3 - 1 დააფიქსირა.

ზუგდიდი 1 - 3 დინამო

გოლები: 1 - 0 ქობალია, 1 - 1 აბუსელიძე; 1 - 2 ქავთარაძე; 1 - 3 მაკარიანი პენ.

“ზუგდიდი”: ბობღიაშვილი; რიგვავა, ნარმანია, აკობია, მეგრელიშვილი; კობერიძე, გუგუჩია, კუტალია, წურწუმია; ლომია, ქობალია.

შეცვლაზე შევიდნენ: ივარდავა, დ. ქირია, მაჩაიძე, პაჭკორია, თიბილიშვილი, ახალია, ფარჯიკია, ენდელაძე, ბულია, ეხვაია, კუკავა.

“დინამო ბათუმი”: მამინაშვილი; ქორიძე, გიოქთან აშკინი, მახარაძე, მაკარიანი; გოგიტიძე, თევდორაძე, ქავთარაძე, დიასამიძე; ტატანაშვილი, აბუსელიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ალავიძე, ფარტენაძე, ალიფერენკო, კაშია, აშბა, ტროფიმოვი

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search