მეგობრებო,თანაქალაქელებო,ვეტერანო დინამოელებო, ქალბატონებო და ბატონებო.
მინდა მოგესალმოთ დიდი სიყვარულით და პატივისცემით.
საკმაოდ ნაყოფიერი,საინტერესო და იმედისმომცემი წელი გახდლათ 2014 წელი, წელი რომელმაც ბათუმის დინამოს და მის ყველა გულშემატკივარს დაუბრუნა რწმენა დიდი გამარჯვებისკენ, წელი რომელმაც საშუალება მოგვცა საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადაგვედგა ბავშვთა ფეხბურთის განვითარების საქმეში, წელი რომელმაც საშუალება მოგვცა შეგვექმნა ფუტზალის და საპლაჟო ფეხბურთის გუნდები როგორც მასობრივი ფეხბურთის განვითარების გარანტი, წელი რომელმაც გადაწყვიტა ბათუმის დინამოს ბაზისა და სტადიონის მშენებლობის ყველასათვის მტკივნეული საკითხი, წელი რომელმაც დაგვანახა რომ გაცილებით დიდი პოტენციალი გაგვაჩნია და წელი რომელმაც კიდევ უფრო გაგვაერთიანა და გაგვაძლიერა ერთი იდეის ირგვლივ რასაც ბათუმის დინამო ჰქვია. დინამოს განვითარება და წინსვლა კი ბათუმის,აჭარის და სრულიად ქართული ფეხბურთის წარმატებაა.მადლობა ყველას ვინც მცირეოდენი წვლილი შეიტანა კლუბის განვითარებაში-ჩემს უსაყვარლეს თანამშრომლებს,რომლებიც ჩემი ყველაზე დიდი მეგობრები არიან, კლუბის ყველა ფეხბურთელს და სამწვრთნელო შტაბს, ქალაქ ბათუმის მერიას და მერს ბატონ გიორგი ერმაკოვს, აჭარის მთავრობას და მთავრობის თავჯდომარეს ბატონ არჩილ ხაბაძეს, რომლებიც ჩვენს რეგიონში ფეხბურთის ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან...ეს არის მაგალითი თუ როგორ უნდა ავითარებდნენ სახელმწიფო ინსტიუტები ფეხბურთს რეგიონში... და რათქმა უნდა დინამო ბათუმის დიდი ოჯახის ყველაზე აქტიური წევრებს - პირატებს, ხალხი რომლებიც მიუხედავად ამინდისა და შედეგისა მუდამ გვერდში უდგას ,ფეხბურთელებს,მწვრთნელებს და კლუბს,ქედს ვიხრი თქვენს წინაშე ჩემო მეგობრებო...
გილოცავთ დამდეგ 2015 წელს.მჯერა 2015 წელი იქნება კიდევ უფრო დიდი წარმატებებისა და გამარჯვებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისთვის.
დაე უფალი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს მფარველი...
დიდი გამაჯვებების იმედითა და პატივისცემით თქვენი მეგობარი, საფეხბურთო კლუბ "ბათუმის დინამოს" დირექტორი – ოთარ ფედიჩკინი.
