მეგობრებო,
გუშინ, ქალაქ ბათუმის საკრებულოს და მერიის საერთო ინიციატივით ბათუმის „დინამოს“ დამატებით 300 000 ლარი გამოეყო. მინდა თითოეულ თქვენთაგანს მადლობა გადაგიხადოთ და დაგარწმუნოთ - თქვენი მხარდაჭერის და გვერდში დგომის გარეშე ჩვენი მიმდინარე წარმატებული ასპარეზობა წარმოუდგენელი იქნებოდა.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ხვალ, ბათუმის „დინამოს“ ბაზის მშენებლობისთვის გამოცხადებული პირველი ეტაპის ტენდერი სრულდება, ხოლო მომავალი 2015 წლის ბიუჯეტში, ბათუმის, ახალი სტადიონის მშენებლობის თანხების ნაწილი იქნება გაწერილი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და დამდეგი შობა - ახალი წელი მოგილოცოთ.
