უმაღლესი ლიგის მე - XIV ტურის სიმბოლური ნაკრებში, რომელიც "ლელომ" შეადგინა სამი დინამოელია - თეიმურაზ შონია, გიორგი ბერიაშვილი და შოთა ჭეიშვილი.
"ზესტაფონთან" განვლილ მატჩში თეიმურაზ შონიამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, გიორგი ბერიაშვილმა კი გოლს ორი საგოლე გადაცემა შემატა. ზედიზედ მესამე ტურის შედეგებით შოთა ჭეიშვილი საუკეთესო მწვრთნელად (მე - 14 ტურში ჭეიშვილთან ერთად საუკეთესოდ "გურიას" მთავარი მწვრთნელი ლორია დასახელდა) სახელდება.
