უმაღლესი ლიგის მე - 13 ტურის მატჩში ბათუმის „დინამომ“ ბოლნისის „სიონი“ დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა. პირველი წაგებული ტაიმის შემდეგ დინამოელბმა ძალების მობილიზება მოახერხეს და მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი, საკმაოდ მდორედ და არასაინტერესოდ წარიმართა - მასპინძლები პასიურობდნენ, ხოლო სტუმრები მაღალი ჩაწოდებებით ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას. სწორედ, ასეთი შეტევისას სტუმართა ფეხბურთელმა ლამის პირით ხაზს გადაცილებული ბურთი მეკარის საჯარიმოში დააბრუნა - ლობჟანიძეს კი მეკარის საჯარიმოდან თავურით გატანა არ გასჭირვებია. ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ტაიმი საბედისწერო ცვლილებით დაიწყო - მუჯირი ტატანაშვილის ნაცვლად შემოვიდა. აცილებული თერთმეტრიანი, გატანილი გოლი და საგოლე გადაცემისთვის 40 წლის „მუმუს“ 40 წუთზე ნაკლები დასჭირდა. 52 - ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან შეჭრილ ჭკუასელზე ბოლნისელთა მცველი დაჯარიმდა. თერთმეტმეტრიანის შესრულება ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა ითავა, თუმცა ბურთი ძელმა აისხლიტა. 61 - ე წუთზე სტუმრები საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან დაჯარიმდნენ - სტანდარტულის შესრულება ამჯერადაც ყველაზე გამოცდილმა, მუჯირმა გადაწყვიტა და ანგარიშიც ულამაზესი დარტყმით 61 - ე წუთზე გაათანაბრა. 79 - ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე მუჯირმა ორი მეტოქე იოლად ჩამოიცილა და საჯარიმოში შეჭრილ შონიას საგოლედ უპასა - 2 – 1. გამოცდილმა „მუმუ“ და დროულმა ცვლილებამ დინამოელებს ზედიზედ მესამე გამარჯვება (დინამო (თბ) 0 : 1 ჩემპიონატში და
სამტრედიასთან 4 :1თასზე) მოუპოვა.
ლევან ხომერიკი (დინამო, მთ.მწვრთნელი): ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველი ტაიმი ჩვენთვის მძიმე გამოდგა და სიმართლე გითხრათ ველოდით კიდეც, რადგანაც დიდი ძალები „სამთრედიასთან“ სათასო მატჩში დავხარჯეთ. მეორე ტაიმში მობილიზება მოვახერხეთ და სხვა ფეხბურთი შევთავაზეთ მეტოქეს. რაც მთავარია შედეგი მიღწეულია, გილოცავთ.
,,დინამო” (ბათუმი) -,,სიონი” (ბოლნისი) 2:1 (0:1)
21 ნოემბერი. ქობულეთი. ,,ჩელე არენა”. 500 მაყურებელი.
,,დინამო ”: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე (კ), მგელაძე, მაკარიანი, სუხიაშვილი, შონია, გოგიტიძე (ვარშანიძე 77), ბერიაშვილი, ტატანაშვილი (მუჯირი 46), ჭკუასელი (ქორიძე 89).
მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
,,სიონი”: ბათიაშვილი, სვანიძე (კ) (უგულავა 83), გ. კვარაცხელია, ინწკირველი, გ. ფოფხაძე, დ. ფოფხაძე, ცხადაია (განუგრავა 83), გოგობერიშვილი, ზვ. ლობჯანიძე, ისიანი, ჭიკაიძე (სირაძე 57).
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გოლები: 0:1 ზვ. ლობჯანიძე (23), 1:1 მუჯირი (61), 2:1 შონია (79);
გაფრთხილება: სვანიძე (35), გოგობერიშვილი (37), შონია (54) , ისიანი (75), მაკარიანი (90+2);
გამოუყენებელი პენალტი: მუჯირი (53, ძელი)
არბიტრი: ლაშა სილაგავა
