სიახლეები

ფრთაშესხმული „დინამო“

9161facec005ბათუმის „დინამოსა“ და „სამტრედიას“ შორის საქართელოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველი 1/8 ფინალური მატჩი ქობულეთში, „ჩელე“ არენაზე გაიმართა. დინამოელებმა მეტოქე იოლად - 4 : 1 დაამრაცხეს და განმეორებითი შეხვედრის წინ უპირატესობა მოიპოვეს.


ზედიზედ მეორე მატჩში დინამოელები საწყის წუთებში ახერხებენ ბურთის გატანას და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანას. შეხვედრა აქტიურად დინამოელებმა დაიწყეს. მარჯვენა ფლანგზე ჭკუასელის აქტიურობას მასპინძლების გოლი მოჰყვა. მე - 5 წუთზე „სამტრედიელთა“ კარი დინამოელთა თავდამსხმელმა ბერიაშვილმა დალაშქრა. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა მალევე, მე - 8 წუთზე მოახერხეს - საჯარიმოს მისადგომებთან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა დათუნაიშვილმა კარის მიმართულებით გაისროლა, ბურთი დინამოელთა მცველს შეეხეო და მიმართულება იცვალა. ალავიძე უძლური აღმოჩნდა - 1:1. გაშვებული ბურთის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და სტუმრების კართან არაერთი მომენტი შექმნეს, თუმცა მატჩში დაწინაურება მხოლოდ 37-ე წუთზე მოახერხეს. ჩირიკაშვილის კარგი გადაცემა შონიამ „შეირგო“ 2:1.
შეხვედრის მეორე ნახევარში „დინამოს“ უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა. 57-ე წუთზე დუბლის შესრულება ბერიაშვილმა მოახერხა. ჩირიკაშვილი-შონიას გათამაშებული კომბინაცია ბათუმელთა თავდამსხმელმა გოლად აქცია. მეკარესთან პირისპირ დარჩენილს სამტრედიელთა კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია 3:1. ორიოდე წუთში, ბერიაშვილს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, თუმცა სამტრედიელთა მეკარეს, ბეგაშვილს ვერ აჯობა. 64 - ე წუთზე სტუმრები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაჯარიმდნენ. სტანდარტულის შესრულება გოგიტიძემ ითავა, რომლის დარტყმული ბეგაშვილმა უხეიროდ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ტატანაშვილმა აჯობა და ბათუმელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა.

ამგვარად, დინამოელებმა სათასო მატჩში მეთოქე იოლად დაჯაბნეს, თუმცა განმეორებით შეხვედრა მოდუნების საშუალებას ნამდვილად არ იძლევა.

ასლან ბალაძე („დინამო“, მწვრთნელი): მინდა მოგილოცოთ ეს გამარჯვება, რადგანაც საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვერგო მეტოქედ და ორმაგად სასაიხარულოა, რომ მიმდინარე სეზონზე ბათუმის „დინამომ“ საუკეთესო მატჩი სწორედ სამტრედიასთან ჩაატარა.

ლევან ბაკურაძე („სამტრედია“, კაპიტანი): სამწუხაროდ მეტოქე ვერ დავაფასეთ სათანადოთ. ვულოცავ ბათუმის „დინამოს“ დამსახურებულ გამარჯვებას, ჩვენ კი ვეცდებით, რომ მომავალი მატჩისთის უკეთ მოვემზადოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

,,დინამო” (ბათუმი) -,,სამტრედია” (სამტრედია) 4:1 (2:1)

17 ნოემბერი. ქობულეთი. ,,ჩელე არენა”. 500 მაყურებელი.

,,დინამო ”: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე (კ), მგელაძე, სუხიაშვილი,შონია, გოგიტიძე, ჩირიკაშვილი (მაკარიანი 67), ჭკუასელი, ტატანაშვილი (აბუსელიძე 78), გ. ბერიაშვილი (მუჯირი 87).

მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

,,სამტრედია”: ბეგაშვილი, კაკუბავა, შალიკაშვილი, ჯიქიძე, ბაკურაძე(კ), ბეჭვაია, დათუნაიშვილი ( ქანთარია 65), გორგიაშვილი (ლეონარდო რამოსი 61), გეწაძე (გაბედავა 63), დოლიძე, კერძევაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გოლები: 1:0 გ. ბერიაშვილი (5), 1:1 დათუნაიშვილი (8), 2:1 შონია (37), 3:1 გ. ბერიაშვილი(57), 4:1 ტატანაშვილი (64).

გაფრთხილება: ბეჭვაია (62).

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search