სიახლეები

ნულოვანი ფრე „ჩელე“-ზე

უამინდობის მიუხედავად შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თავიდანვე აქტიურად მასპინძლებმა შეუტიეს - მუჯირმა კარგი გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე შონია გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას გადაცდა. მე-5 წუთზე მუჯირს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა საჯარიმოს კუთხიდან დარტყმული ბურთი მცველებმა მოიგერიეს. გაცუდებული მომენტების შემდეგ უპირატესობა სტუმართა მხარეს დაგავიდა და ტაიმის შუაწელში სტუმრებს დაწინაურებაც შეეძლოთ. მამინაშვილის და მცველების შეუთანხმებელი მოქმედება მასპინძლებს ძვირად დაუჯდებოდათ, რომ არა ძელი - მუმლაძე დაახლოებით 25 მეტრიდან ცარიელი კარში ურტყამდა, თუმცა არ გაუმართლა, ბურთი ხარიხამ აისხლიტა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, მაგრამ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებისთვის უფრო მეტი იყო საჭირო. ამრიგად, თერთმეტი ტურის შემდეგ „დინამო“ მეთერთმეტე პოზიციაზეა.

“დინამო” (ბათუმი) – “ჩიხურა” (საჩხერე) 0:0

2 ნოემბერი. 14.00. ქობულეთი. “ჩელე არენა”. 100 მაყურებელი.

“დინამო”: მამინაშვილი, ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი, შონია, ჩირიკაშვილი (ვ. თევდორაძე 80), დიასამიძე (მაკარიანი 46), ჭკუასელი, მუჯირი (კ) (გოგიტიძე 62), ბერიაშვილი;

მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

“ჩიხურა”: ქვილითაია, თ. ღონღაძე, ლ. ჭელიძე, ქიმაძე, კუჭუხიძე, მუმლაძე, კორიფაძე (ჩიკვაიძე 82), დობროვოლსკი, შ. კაშია, ოდიკაძე (კ), დეკანოიძე;

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: ვ. თევდორაძე (90+2);

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search