საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის გადადებული შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა. დაძაბული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.
მატჩი დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც მალევე გაიხსნა. მე-4 წუთზე მერანის ფეხბურთელები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაჯარიმდნენ. სტანდარტული ამირან მუჯირმა შეასრულა, ტეტუნაშვილმა კი შეხვედრაში ანგარიში გახსნა - 1:0.
გაშვებული ბურთის შემდეგ მცირედი უპირატესობა სტუმართა მხარეს გადავიდა და პირველივე რეალური სახიფათო მომენტი გატანილი ბურთით დასრულდა. წყაროზიამ დინამოელთა ნახევარმცველების არაზუსტი გადაცემა ჩაჭრა და შორეული დარტყმით ბათუმელთა ბადე შეარხია 1 – 1.
შეხვედრაში დაწინაურების შანსი კაკალაძემ გაუშვა ხელიდან, ხოლო ოდნავ მოგვიანებით სუხიაშვილის გადაცემის შემდეგ (მერანელთა მცველს ბურთი ხელზე მოხვდა) დინამოელები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ. შეხვედრის 39-ე წუთზე დინამოელები მაინც გავიდნენ წინ. უბერებელმა, ამირან მუჯირმა შორეული დარტყმით ბურთი მარტვილელთა ცხრიანში მოათავსა. 2 – 1 ტაიმი ასე დასრულდა.
მეორე ტაიმის დასწყისი შედარებით ინერტული გამოდგა. შეხვედრის ბოლომდე სახიფათო მომენტებს მხოლოდ მასპინძლები ქმნიდნენ. მუჯირს, შონიას და ბერიაშვილს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა შეეძლოთ, თუმცა მესამე ბურთის გატანა ისევ ტეტუნაშვილმა და ამჯერადაც თავური დარტყმით მოახერხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 84-ე წუთზე, 3 - 1 დაფიქსირდა.
,,დინამო” (ბათუმი) -,,მერანი” (მარტვილი) 3:1 (2:1)
16 სექტემბერი. 16:00 სთ. ,,ჩელე არენა”. 500 მაყურებელი.
,,დინამო ”: ალავიძე, სუხიაშვილი, შონია, გავაშელიშვილი, ქორიძე (დიასამიძე 61), მახარაძე, ტეტუნაშვილი, ჩირიკაშვილი, მ.კაკალაძე (გოგიტიძე 46), მუჯირი (კ) (ჭკუასელი 81), ბერიაშვილი;
მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
,,მერანი”: მამალაძე (კ), ლომაშვილი, ორბელაძე, ჯღამაია (შულაია 56), წყაროზია, ფონიავა (ჩიმაკაძე 62), მელიავა, კიკნაველიძე, გეგეჭკორი, ციცხვაია (ხარშილაძე 81) დ.ბოლქვაძე;
მთავარი მწვრთნელი: შალვა ღონღაძე
გოლები: 1:0 ტეტუნაშვილი (4), 1:1 წყაროზია (16), 2:1 მუჯირი (39), 3:1 ტეტუნაშვილი (84);
გაფრთხილება: მამალაძე (25), გეგეჭკორი (31), გავაშელიშვილი (55);
