სანაკრებო ბატალიების მოახლოებასთან დაკავშირებით, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას თხოვნით საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის IV ტურის მატჩები გადადებულია. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით აღნიშნული ტური გაიმართება 16 სექტემბერს, ხოლო ამ დღეისთვის დაგეგმილი თასის 1/16 ფინალის განმეორებითი მატჩების ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამრიგად ბათუმის "დინამო" მარტვილის "მერანს" ჩელე არენაზე 16 სექტემბერს უმასპინძლებს, მატჩის დაწყების დროა 16:00.
