სიახლეები

ურთულესი გამარჯვება გორში..

23 აგვისტოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურში , ბათუმის "დინამომ" გორში ესტუმრა ადგილობრივ "დილას". ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდთან რომელსაც ამ ტურამდე გოლიც არ ქონდა გაშვებული საკმაოდ თვალსასეირო დუელი შედგა.

მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ორი მომენტი მასპნიძლებს ჰქონდა, სტანდარტულის შესრულებისას სახიფათოთ ურტყამდა ლუკა რაზმაძე, ხოლო მეორე შემთხვევაში სახიფათო დარტყმა ჭკუასელის უხეშ შეცდომას მოყვა, რომელიც შესანიშნავ ნახტომით მოიგერია მიხეილ ალავიძემ. თავისმხრივ ორი საგოლე შანსი ჩვენმა გუნდმაც გააცუდა, ორივე შემთხვევაში მიზანთან ახლოს გიორგი ბერიაშვილი იყო. ტაიმის ბოლო წუთზე, შესანიშნავი გოლი გავიტანეთ, მიხეილ კაკალაძემ ოსტატურათ ჩამოიცილა ორი მეურვე, გადააწოდა ირაკლი ჩირიკაშვილს რომელმაც ეფექტური კედელი გაითამაშა გიოირგი ბერიაშვილთან და მიწაზე დაუშვებლად უძლიერესი დარტყმით შესანიშნავი გოლი გაიტანა.

მატჩის მეორე ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, დინამოელები შეცვლების შედეგად დაცვით ტაქტიკაზე გადაეწყვნენ და კონტრშეტევებზე ააგეს თამაში. ჩვენი მხრიდან აღსანიშნავია ჩირიკაშვილის სახიფათო გასროლა და ბერიაშვილის პასის შემდეგ ვერ გამოყენებული მომენტი, როდესაც ბურთმა კარის ხასზე გაიარა. ჩვენს კართან რამოდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შეიქმნა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ერთ მომენტში მსაჯმა (ჩვენს საასრგებლოდ) შეცდომა დაუშვა, ვგულისხმობთ იმ მომენტს როდესაც ჩვენს საჯარიმოში ბერიაშვილს ბურთი ხელზე ხვდება. ორი რეალური მომენტი გააცუდა მეტოქის ფორვარდმა ირაკლი მოდებაძემ, ეფექტური მაკრატელათი ცდილობდა გატანას ნიკა კვეკვესკირი და არანაკლებ ეფექტური ნახტომით იხსნა გუნდი მიხეილ ალავიძემ.

ერთი სიტყვით, დინამოელებმა თავგანწირვით ითამაშეს, ბოლომდე დაიხარჯნენ, შედეგად კი ურთულესი და ძალზედ საჭირო 3 ქულა მოიპოვეს ამბიციურ და ძლიერ კოლექტივთან დაპირისპირებაში.

© Copyright 2026 dinamobatumi. All Rights Reserved.

Search